top of page

ბიბლიოთეკა 4.0

 ცოდნის საცავები AI ეპოქაში

კონფერენცია განიხილავს ბიბლიოთეკების მომავალს ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში. ღონისძიება ფოკუსირდება,  თუ როგორ იცვლება ცოდნის შექმნის, შენახვისა და გავრცელების მისია ეპოქაში, როცა AI-ზე დაფუძნებული სისტემები, დიდი მონაცემები და ციფრული ეკოსისტემები გარდაქმნიან ტრადიციული ბიბლიოთეკის ფუნქციებს. დისკუსიები შეეხება „ცოდნის საცავების“ ახალ ინოვაციურ სერვისებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩნდება ადამიანის და მანქანური ინტელექტის სინერგიის პირობებში.


კონფერენცია აერთიანებს სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს — EBSCO-სა და Innovative Systems Management (ISM)-ს. მონაწილეები ერთად განიხილავენ ბიბლიოთეკა 4.0-ის პრაქტიკულ მოდელებს, ინოვაციურ სერვისებსა და მომავლის სტრატეგიებს. 


ღონისძიება მიზნად ისახავს პროფესიული საუბრების გაღრმავებას, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და ადგილობრივი ბიბლიოთეკების, როგორც საგანმანათლებლო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ბურჯების, მდგრადი, ტექნოლოგიურად ინტეგრირებული განვითარების ხელშეწყობას.
კონფერენცია განკუთვნილია საუნივერსიტეტო-კვლლევით, კულტურის, პროფესიული, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის.

პარტნიორები

ISM logo original REAL TRANSPARENT.png
EBSCO_logo.svg.png

განრიგი

კონფერენცია ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში, 9-11 დეკემბერს.


დღე 1:

უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის
თარიღი: 9 დეკემბერი 2025
ადგილი: რუმსი, Central Room 
მისამართი:  თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 14
დრო: 12:00 - 17:00

დღე 2:

ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (კერძო და საჯარო სკოლებისთვის)
თარიღი: 10 დეკემბერი 2025
ადგილი: რუმსი, Master Room
მისამართი:  თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 14
დრო: 12:00 - 17:00

პირველი და მეორე დღის პროგრამა | First and Second Day Program


11:30 – 12:00 | მონაწილეთა რეგისტრაცია | Participant Registration

12:00 – 12:10 | გახსნა | Opening

ნაწილი I: EBSCO-ს სერვისები | Part I: EBSCO Services
12:10 – 13:10 | სიახლეები EBSCO-ში: ძირითადი ინოვაციები | What's New in EBSCO: Key Novelties

13:10 – 14:00 | ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძველზე შექმნილი ფუნქციების მიმოხილვა EBSCOHost პლატფორმაზე | AI-based Features Overview on the EBSCOHost Platform

14:00 – 14:30 | სწავლის მართვის სისტემის ინტეგრაცია | Learning Management System Integration

14:30 – 15:30 | დიდი ყავის შესვენება | Rich Coffee Break

ნაწილი II: ISM ინიციატივები ციფრული წინსვლისთვის | ISM Initiatives for Digital Advancement
15:30 – 16:30 | ბიბლიოთეკების ციფრული ტრანსფორმაცია | Digital Transformation of Libraries

16:30 – 17:00 | ISM: კვლევისა და მემკვიდრეობის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება | ISM: Development of Digital Infrastructure for Research and Heritage

17:00 – 17:30 | EBSCO-ISM 10 წლიანი თანამშრომლობის შედეგები | Outcomes of the 10-Year Collaboration between EBSCO and ISM


დღე 3:

ზოგადი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის დასავლეთ საქართველოდან
თარიღი: 11 დეკემბერი 2025
ადგილი: აკაკი წერეთლის სეხელმწიფო უნივერსიტეტი, საბიბლიოთკო კორპუსი (C), ოთახი 22-208
მისამართი:  ქუთაისი, თამარ მეფის ქ .59
დრო: 13:00 - 17:00


ღონისძიების სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული

bottom of page